FANDOM


422-Juliette woges
522-Bonaparte woges

Hexenbiest გერმ (hexe ჯადო + biest ურჩხული) ქმნილება რომელიც თავისი არსით უფრო წააგავს დემონს ან ზომბს.

ქმნილების ხასიათი:

გადაქცევის შემდეგ ქმნილება ინარჩუნებს საკუთარ ადამიანურ იერს უბრალოდ იმ განსხვავებით რომ: მისი კანი ნაოჭდება და ფერმკრთალი ხდება, კბილები ულპება, თვალის კაკლები ქრება და კანზე სისხლნადენი ჭრილობები ჩნდება. თმა ხშირ შემთხვევაში ჭაღარავდება. მათი ასეთი გარეგნობა უფრო მოგაგონებთ მოხუცი ქალის ან მამაკაცის სახეს.მაგრამ თავად ეს ქმნილებები მაინც თვლიან ასეთ იერს სექსუალურად. იმის მიუხედავად გადაქცეულია ქმნილება თუ არა. მათი ენის ქვეშ მაინც შესაძლებელია ერთგვაროვანი ლაქის პოვნა. ამ ქმნილებებს გააჩნიათ ძალიან დიდი ძალა(მხოლოდ გადაქცეულ მდგომარეობაში) ერთ ასეთ არსებას შეუძლია ზრდასრული მამაკაცი დანაწევრება.

ამ არსებებს არ ეშინიათ გრიმების მაგრამ მაინც ცდილობენ მათგან თავი შორს დაიჭირონ. ამის მიუხედავად მაინც არ ამბობენ უარს გრიმებისათვის რაიმე ხიფათის მოწყობაზე მაგ: როდესაც ადალიანდა შეიდმა ნიკს გრიმის უნარები დააკარგვინა. საბედნიეროდ ნიკმა უნარები დაიბრუნა. ამ არსებებს გააჩნიათ უსაზღვრო შესაძლებლობები მაგ: ტელეკინეზი,პიროკინეზი, შეუძლიათ შექმნან ილუზიები და ასევე გააჩნიათ მეექვსე გრძნობა( შეუძლიათ ამოიცნონ თუ რომელ შხამთან ან შელოცვასთან აქვთ საქმე).

ამ არსებებს გარდა თანდაყოლილი არსისა გააჩნიათ შეძენილი არსიც ეს გამოწვეულია მაგიური ხსნარის"Vertluchite zwilligsscherster"-ის ზემოქმედებით. ცნობილია რომ ასეთი სახით გადაქცეული "ჯადოქრები" უფრო ძლიერები არიან. როგორც ავღნიშნეთ ეს არსებები საკმაოდ ძლიერები არიან მაგრამ მათი უნარები და ძალა მხოლოდ ზემოთაღნიშნული უნარებითარ შემოიფარგლება. მათ აქვთ მაგიური ნივთები მაგალითად: შონ რენარის დედას ელიზაბეთ ლასელს ჰყავდა ორთავიანი გველი. კეტრინ შეიდს ადლაინდა შეიდის დედას ჰქონდა ყველა კარის გასაღები და ასე შემდეგ. ეს ქმნილებები გაიძვერების და მატყუარების ავტორიტეტით სარგებლობენ. ამბობენ რომ ამ არსებების შეყვარება შეუძლებელია რადგანაც ისინი არასოდეს იტყვიან უარს თავის ამბიციებზე. ასევე ცნობილია რომ მათი გადამტერება არ შეიძლება ოდესღაც ისინი მაინც აიღებენ რევანშს. ხშირად იყენებენ ადამიანებს და სხვა არსებებს საკუთარი მიზნების მისაღწევად, ძალიან რთულია დაითანხმო ისინი თუ საქმიდან არაფერს მიიღებენ ან თუ ეს საქმე მათთვის უინტერესოა. ეს არსებები ემორჩილებიან სამეფო ოჯახს( რატომღაც სამეფო ოჯახის სიმპატიას იმსახურებენ და ხშირადაა შემთხვევები როდესაც Hexenbiest-ი სამეფო გვარის შთამომავლის დედაა) მაგ: შონ რენარი ერთერთი პრინცი ნახევრად Zauberbiest-ა. ამ არსებებს თავად ქმნილებათა კომისიაც უფრთხის. მათ მხოლოდ ქმნილებათა ერთი სახეობა: mellifer-ები ეწინააღმდეგებიან.ქართულად მათი სახელი ითარგმნება როგორც მეთაფლია.

გრიმების დღიურებიდან:

ეს არსებები რაღაციტ ჰგვანან გობლინებს ან დემონებს,ისინი მუშაობენ სამეფო ოჯახზე ასრულებენ მათ ბრძანებებს მათი ამოცნობა შეიძლება ლაქის მეშვეობით რომელიც ენდი ქვეშ აქვთ.

  1. გადაქცეულ მდგომარეობაში ბრმები გეგონებათ მაგრამ! ეს ასე არაა მათ შესანიშნავი მხედველობა აქვთ.
  2. ძალიან ლამაზები არიან ადამიანრ ფორმაში.
  3. საოცრად გამჭრიახები და მოხერხებულები არიან ასევე ძალიან ჭკვიანები.

მეთაფლია- ერთადერთი ქმნილება რომელიც ამ არსებებთან მტრობს. მეთაფლიას შეჰავს დიდი დოზით შხამი "ჯადოქრის" სხეულში რის შედეგადაც "ჯადოქარი" იღუპება. სიკვდილის შემდეგ მეთაფლა მტერს აჭრის ენას და შეისწავლის მას. "ჯადოქრის" საბრძლოლო უნარების ათვისება და შეწინააღმდეგება მხოლოდ მეთაფლიების დედოფალს შეუძლია.

მოძიებულია "https://grimm.fandom.com/ka/wiki/Hexenbiest?oldid=97"-დან