FANDOM


Lebensauger
სიცოცხლისმწოველი

(გერმ. Lebensauger Leben-სიცოცხლე Sauger- მწოველი)

სიცოცხლისმწოველი არის წურბელისმსგავსი ქმნილება. გარდასახვისას ფაქტობრივად უქრება ცხვირი და ყურები. აქვს ყავისფერი კანი და მრგვალი, ეშვებით გამოვსებული პირი. პირს ის გარდასახვისას ჩვეულებრივ იყენებს საუბრისას და ასევე პირით სწოვს მსხვერპლს სისხლს (ძირითადად სახიდან ან ყელიდან). დაუდგენელია, აუცილებელია თუარა სისხლი მისთვის, მაგრამ რადგან ის გარეგნულად ჩამოჰგავს წურბელასა და სალამურას (ორივე პარაზიტია), სავარაუდოდ აუცილებელია. სიცოცხლისმწოველები არიან კარგი მსახიობები და მანიპულატორები. 



გრიმის დღიურიდან:

სიცოცხლისმწოველები ცნობილები არიან იმით, რომ დაშინების საშუალებით თავით მსხვერპლებს აიძულებენ აასრულონ მათი სურვილები. ჩარლზ დიკენსის მოთხრობის, "ოლივერ ტვისტის" პერსონაჟი ფაჯინი დიდწილად ამ ქმნილების მანიპულატორულ უნარზეა დაფუძნებული. - შერიდან ლე ფინი, 1845 წლის დეკემბერი.

სიცოცხლისმწოველი მსხვერპლს თავს ესხმის თავისი წურბელისმაგვარი პირით: ის კბენს და სხეულიდან სისხლს წოვს. ეს ნიშნები აღმოვაჩინე პირველი ქალის ყელზე. მსგავსი ნიშნები ჰქონდათ ბარის ტაძარში მომხდარი უკანასკნელი მკვლელობის მსხვერპლებს.