FANDOM



220-Musai
(moo-ZY-ee; ძვ, ბერძნ.. Μοῦσαι "მუზები")

მუზებს გარდასახვისას აქვთ წითელი თმა, ბრჭყვიალა მომწვანო-ცისფერი კანი, ლურჯი თვალები და გრძელი, მახვილი ყურები, რომლითაც ისინი ელფებს წააგვანან. მათი ტუჩები გამოყოფენ ნივთიერებას, რომელსაც კოცნის შემთხვევაში მამაკაცები მიჰყავს სიგიჟემდე, განადგურებამდე და სიკვდილამდე. გრიმის შემთხვევაში მოვლენები გაცილებით სწრაფად ვითარდება. მუზა არანაირ დანაშაულის გრძნობას არ განიცდის თავისი მსხვერპლის მიმართ, რადგან მისი აზრით, ის არაფერს ცუდს არ ჩადის. მუზას აზრით, ხანმოკლე და ვნებიანი სიცოცხლე ჯობია ხანგრძლივსა და უღიმღამოს. მუზებს ძალიან უყვართ ხელოვნება და ძირითადად მათი მსხვერპლები ხელოვნები არიან. მუზას თავისი მსხვერპლი მიჰყავს სრულ გაგიჟებამდე და როცა მსხვერპლი კვდება ან სავალალოდ ამთავრებს ყველაფერს, ის ახალ მსხვერპლს ირჩევს. მუზის კოცნისგან განკურნების ერთადერთი საშუალება ჭეშმარიტი სიყვარულია. სხვა ქმნილებების მსგავსად მუზებსაც ეშინიათ გრიმების. თუმცა, მათიც შეუძლიათ მანიპულირება, თუ კონტროლის ქვეშ მოქცევას მოახერხებენ.


ამონარიდი გრიმის დღიურიდან:

1889 წლის 13 იანვარი

მე გამომიძახა ნაცნობმამ მხატვარმა, რომლის სახელიცაა გოგენი. წინა ღამეს ის დაუპირისპირდა თავის საუკეთესო მეგობარს, ასევე მხატვარს, სახელად ვან გოგს. გოგენი წუხდა, რადგან მისი მეგობარი მეძავის დამღუპველი ზეგავლენის ქვეშ მოექცა, ამიტომ მთხოვა, გამერკვია რა სახის კუდიანი იყო რეიჩელი. გავოცდი, როცა აღმოვაჩინე, რომ რეიჩელი ალქაჯი კიარა მუზა იყო და მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხნის განმავლობაში ის ვან გოგის შთაგონების წყარო იყო, მან ის თვითდაზიანებამდე, საკუთარი ყურის მოჭრამდე მიიყვანა. მე მას ვალი დავუბრუნე და ტანსაცმლის გახდის ნაცვლად თავი ავხადე. მუზები ცნობილები არიან, როგორც ნიჭიერი ადამიანების, განსაკუთრებით მხატვრების შთაგონების წყაროდ. მათ კოცნას ხელოვანის თანდაყოლილი ნიჭი უკიდურეს სიმაღლეებზე აჰყავს. თუმცა ამავდროულად, საფასურსაც ითხოვს.[[1]]