FANDOM


http://grimm.wikia.com/wiki/Endezeichen_Grimm
10846050 897568336922030 2191888943431883017 n
ენდეცაიხენ გრიმი (გერმ. endezeichen - ბოლო ნიშანი) გრიმების ყველაზე საშინელი დაჯგუფება. უმოწყალო, სასტიკი სექტა, რომლის წევრებიც კლავენ და სასტიკად აწამებენ ყველანაირ ქმნილებას. არ აქვს მნიშვნელობა ის კეთილია თუ ბოროტი, ქალი, კაცი თუ ბავშვი. მონროს თქმით, ისინი დღესდღეისობით აღარ არსებობენ. თავიანთი სასტიკი ტაქტიკა და განურჩეველი ხოცვა-ჟლეტა განასხვავებთ ენდეცაიხენ გრიმებს ჩვეულებრივი გრიმებისგან, რომლებიც მხოლოდ ბოროტ ქმნილებებს ერჩიან. ქმნილებები დღემდე უამბობენ თავიანთ შვილებს ენდეცაიხენ გრიმებზე Albträume für Wesen Kinder-ში, რაც ჩვენებური ზღაპრების ეკვივალენტია.

ენდეცაიხენ გრიმების ნიშანია Sterbestunde G (გერმ. Sterbestunde - სიკვდილის საათი), რაც ძალიან მიმსგავსებულია ადამიანის თავის ქალას. ენდეცაიხენ გრიმები ყველა მსხვერპლის სახლში ხატავდნენ ამ ნიშანს მათივე (მსხვერპლების) სისხლით. ასევე გახურებული შანთით, რომელსაც შთერბეშთუნდე G-ს ფორმა ჰქონდა, ენდეცაიხენ გრიმები დაღავდნენ თავიანთ მსხვერპლებს.  ენდეცაიხენ გრიმები ატარებენ გრძელ, შავ, კაპიუშონიან მოსასხამებს და თავის ქალის მსგავს ნიღბებს. ამ ატრიბუტების საშუალებით ენდეცაიხენ გრიმები მალავდნენ თავიანთ ვინაობას ადამიანებისგან, ქმნილებებისგან და ჩვეულებრივი გრიმებისგან. ამის წყალობით, რთული იყო ენდეცაიხენ გრიმის ჩვეულებრივ ადამიანში ამოცნობა და მისი დასჯა.  ენდეცაიხენ გრიმებს ძირითადად თვითონ ქმნილებები ხოცავდნენ, თუმცა მათი შიში დღემდე მოჰყვებათ. სწორედ ენდეცაიხენ გრიმების გამო უფრთხიან ქმნილებები ჩვეულებრივ გრიმებსაც, რადგან რთულია გაარჩიო, რომელია ჩვეულებრივი და რომელი ენდეცაიხენ გრიმი. ენდეცაიხენ გრიმები ძალიან ჩამოჰგვანან მფატრავებს (გრიმებზე მონადირე ორგანიზაციის წევრებს). მათ მსგავსად, მფატრავებიც ატარებენ გრძელ შავ სამოსს და ხატავენ თავიანთ საფირმო ნიშანს მსხვერპლის სისხლით.